• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    27
    მაისი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

    27 მაისს, გიორგი ინაშვილის თავმჯდომარეობით დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მომხსენებლებად მიწვეულ იყო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური. 

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვასილ წიკლაურმა წარადგინა დადგენილების პროექტი - „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის  2022 წლის  პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

    საკრებულოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება.

    საკრებულოს აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა იოსებ ჭონქაძემ წარადგინა საკრებულოს განკარგულების პროექტები: სოფელ ჩანადირთკარში, სოფელ მლაშეში, სოფელ ჭილურტში, დაბა ფასანაურში და სოფელ ზოტიკიანთკარში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ.  საკრებულოს წევრებმა მოიწონეს და დაამტკიცეს აღნიშნული საკითხები.

    სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აღნიშნულ სხდომაზე განიხილეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ინაშვილის შვებულებაში გაშვების საკითხი.

    სხდომას საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები კახაბერ ჩიტაური, გვანცა ესტატიშვილი და ელგუჯა უნდილაშვილი.